Monday, October 17, 2011

დიმიტრი პრიგოვი



თარგმანი - კოტე ყუბანეიეშვილი

ამერიკელი-ეს არის მტერი
ინგლისელი- ესეც მტერია
ბედუინი-უკვე არ არის მტერი
ბულგარელი-მეგობარი და პატარა ერი
უნგრელი ცხოვრობს არ იშლის ნერვებს
ВЦСПС იცავს მშრომელებს
გოელრო- სიამაყეა ქვეყნის ნაქცევი ჩვევად
სახელმწიფო-კი ეს ყველა ჩვენ ვართ

დემოკრატია-განა ჩვენ არ ვართ
დესპოტიზმი-ეს ჩვენ არ ვართ
ევროპა- რა არის გაგება ძნელია სიმართლის
ებრაელი-შვილია სიკეთის და სინათლის
ურია-თავისუფლებას აღმერთებს
ქალია-ნამდვილად ქალღმერთი
ზეფირი დინების ეთერში შეყვანა
კანონი-ეს არის რაზეც დგას ქვეყანა
იტალია-ერია აღორძინების
იმპერიალიზმი გზაზე დგას გადაშენების
ჩინეთი ამზადებს ისევ პროვოკაციას
კომუნიზმი მოითხოვს სრულ ელექტრიფიკაციას
ლენინმა ეს თქვა ისტორიულად
პიროვნება- ვითარდება ჰარმონიულად
მონღოლი ცხოვრობს და არაფერი ანაღვლებს
მოსსოვეტი მოსკოვში ხმას ამაღლებს
ნატო-ეს იმპერიაა მთელი
ნეტო-ეს არის ესეთი ფეხბურთელი
ოვიდიუსი- პირველი საუკუნეა გვიანი
ონეგინი-ზედმეტი ადამიანი
პუშკინი-ეს ნამდვილი გენიოსია
პრიგოვი-ესეც გენიოსია
პურიშკევიჩი-არ არის გენია
სამშობლო-გასაგებია დედაა
ერთი,ორი,სამი,ოთხი,ხუთი
სამურაიმ გამოიფატრა მუცელი
СССР-ი იმედია უცვლელი
СССР-ი აწყდება თავით ცას
СССР-ი მშვიდობას დაიცავს
ხელოვნება-ეს არის СССР-ი
ტერორისტი არის ესერი
ულტრაც-ტერორისტია სუფთა
უგანდელი შავი კია მაგრამ სუფთა
ფიფა-ფეხბურთს ალაგებს
ფუი-კაცებს განაგებს
ხიტლერი-ნადირი ჯოჯოხეთში სამყოფი
ხიროსიმა-არის მისი ნაყოფი
ციმერვალდი და გელსინგფორსი
ცინობერი და ედინტორსი
ადამიანი მსგავსია მართალია ტკიპასი
ადამიანი ეს არის ჩვენთვის ძვირფასი
შვედები-ქვეშ დგანან პოლტავის
შვერნიკი წევრია პოლიტბიუროსი
ბედნიერება ბრძოლაა და შრომა
ეკონომიკა-არ არის გართობა
ელინებს არ უყვართ ომში დათმობა
ЮАР-ი აპოლიგეტია რასიზმის
ახაგზდრდობა-დროშაა კომუნიზმის
Я-ასეთი სიტყვა არ არსებობს
მე ყველაფერზე გითხარით რაც არსებობს.

1980

No comments:

Post a Comment