კოლაბორაციონისტების და კომფორმისტების და ჰომოფობების და ქსენოფობების და რასისტების და მილიტარისტების და მოძალადე პოლიციელების და ნაბოზარი ჩინოვნიკების და წვრილი და მსხვილი ბურჟუაზიის და უსამართლობის გამპრავებელი ინტელექტუალების და ვაზელინწასმული არტისტების და მიკერძოებული ჟურნალისტების და ფარისეველი მორწმუნეების დედა მოვტყან !!!
Monday, October 17, 2011
Sunday, October 16, 2011
ვლადიმერ მაიაკოვსკი - მისმინეთ!
თარგმანი - ალიკა დარჩიაშვილი
მისმინეთ!
რადგან ანთებენ ვარსკვლავს,
ალბათ ვიღაცას უნდა რომ იყოს,
ალბათ ვიღაცა ვარსკვლავზე ფიქრობს,
მარგალიტების
ასხმას ადარებს,
უვარსკვლავობა კლავს
და ადარდებს,
მისმინეთ!
რადგან ანთებენ ვარსკვლავს,
ალბათ ვიღაცას უნდა რომ იყოს,
ალბათ ვიღაცა ვარსკვლავზე ფიქრობს,
მარგალიტების
ასხმას ადარებს,
უვარსკვლავობა კლავს
და ადარდებს,
Saturday, October 1, 2011
მადლიერების დღის ლოცვა - უილიამ ბეროუზი
თარგმანი ინგლისურიდან - ანი კოპალიანი
ჯონ დილიჯერს,
იმ იმედით, რომ ჯერაც ცოცხალია,
მადლიერების დღე, 28 ნოემბერი, 1986
მადლობას გიხდი გარეული ინდაურისა და საფოსტო მტრედის გამო, რომლებსაც ბედად ჯანსაღი ამერიკული ნაწლავების ამოტენა ერგოთ
მადლობას გიხდი ამ მძარცველი და მავნებელი კონტინენტისთვის _
მადლობას გიხდი სულ ოდნავ ჭირვეული და საშიში ინდიელების გამო _
ყმუილი - ალენ გინსბერგი
კარლ სოლომონს
I.
მე ვიხილე ჩემი თაობის ყველაზე ჭკვიანი ხალხი, მისული სიგიჟის პირას, მოშიმშილე, შიშველი და ისტერიული,
დილაბნელზე მოლასლასე ზანგთა კვარტლებში, წამლის დოზის საძებნელად გამოსული,
ანგელოზისთავიანი ჰიპსტერები, ვარსკვლავოვან დინამოსთან ზეციური ანტიკური შეუღლებისთვის რომ იწვიან ღამეების მექანიზმებში,
ვინც ღატაკი და დაძონძილი ჩაცვენილი უპეებით ფხიზლობდა და ეწეოდა ზებუნებრივ კუნაპეტში იმ ცივწყლიანი ოთახებისა, ჯაზის ჭვრეტით რომ მიცურავს ქალაქის თავზე,
ვინც რელსების ქვეშ სამოთხისთვის მოიშვლიპა თავისი ტვინი და იხილა ნაქირავები ოთახების სახურავებზე მობორძიკე მუჰამედის მოლიცლიცე ანგელოზები,
ვინც ჩაუარა უნივერსიტეტს გამყინავი, გამჭოლი მზერით და ომისაგან გაწაფულთ შორის ელანდებოდა არკანზასის და ბლეიკის ტრაგედიები,
Subscribe to:
Posts (Atom)